საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ლოგიკა, მისხალი გონების გამონათების, common sense?
სასამართლოზე რატომ არ მიგყავთ პატიმარი, რომელიც თქვენი ინფორმაციით კარგად არის და დიეტაზეა?
რატომ? ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ ასეთი?”, – წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს.