ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.
✓ ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე;
✓ დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი;
✓ ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე;
✓ თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე;
✓ შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი.
„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე, სოფლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა.
როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს განვაცხადეთ – მზად ვართ ყველა ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვინც სამართლიანად, პროფესიონალიზმით და გულწრფელად ემსახურებოდა საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.