რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ლიხაურში მსუბუქი ავტომანქანა ძროხას დაეჯახა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, საქონელი დაიღუპა, მანქანას კი ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო დახმარების ბრიგადა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მძღოლი მსუბუქადაა დაზიანებული.