”ვარ სუბიექტური – როგორც კახას მიმართ, ასევე შალვას მიმართ. ორივესთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, სუბიექტური ვარ, თუმცა, ვიტყვი, რომ კახა იყო პარლამენტის ძალიან ღირსეული თავმჯდომარე იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ძალიან რთულ ვითარებაში უძღვებოდა პარლამენტის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ შალვაც იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა ადამიანს აქვს თავისი პრიორიტეტები, კახასაც ჰქონდა თავისი პრიორიტეტი და ამის მიხედვით მიიღო თავისი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, კახა არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან.
ზოგადად, როტაცია არის ჯანსაღი მოვლენა…კახას ჰქონდა თავისი პრიორიტეტები. აქედან გამომდინარე, მან მიიღო პირადად ეს გადაწყვეტილება.”
შეგახსენებთ, გუშინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობა
დატოვა, მის შემცვლელად შალვა პაპუაშვილი განიხილება.