თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის აპირებს იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც „ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რეფორმების პროცესს ახლავს პრობლემები, გამოწვევები და მარტივად არაფერი ხდება.
„ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის და ყველა რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მთავრობას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება.
მე ძალიან კარგად წავიკითხე ნათია მეზვრიშვილის განცხადება და სრული ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ნათიამ განაცხადა ის, რომ მიუხედავად ბევრი კარგი რეფორმის განხორციელებისა, ჯერ კიდევ არსებობს რაღაცები, რომელიც გასაკეთებელია და ბოლომდეა მისაყვანი. ეს ცხადია ასეა! ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის და ყველა რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მთავრობას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია რეფრმების განხორციელება.
მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. არ ვიცი რას გულისხმობს, მაგრამ ცხადია, რომ რაღაცას ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. პროცესია, ამ პროცესს ახლავს პრობლემები, გამოწვევები, მარტივად ხომ არაფერი ხდება?! რეფორმები, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნები და არაერთი მხარდამჭერი განცხადება მოვისმინეთ. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ სვლა წინ და რეფორმების განხორციელებაც“, – განაცხადა კალაძემ.