ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
საცხოვრებელი სახლი გრიშაშვილისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაზე იდგა.
სახლში არავინ ცხოვრობდა და დაკეტილი იყო.
ადგილზე ახლაც იმყოფება სახანძრო ბრიგადა და პოლიცია.
თუ საიდან გაუჩნდა დაკეტილ სახლს ცეცხლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა, უცნობია.