რუსეთი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალების გაფართოებით შეშფოთებულია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლი მარია ზახაროვა.
„ალიანსი შავი ზღვის რეგიონში თავისი მოქმედების არეალს აფართოებს. ნატოს გემები სულ უფრო ხშირად შედიან ალიანსის მოკაშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების პორტებში. ხდება ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, ადგილი აქვს სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ასევე მოიცავენ რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმების სცენარებს“,- განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ნატო ამ საქმიანობაში უკრაინასა და საქართველოსაც რთავს.