ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ისინი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯარიმას არ გადაიხდიან, რადგან ის უკანონოდ დააკისრეს, ასევე საუბრობენ დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.

მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამ სახით დააშინოს მოსახლეობა და შეწყდეს პროტესტი, თუმცა ბობოყვათის მოსახლეობა უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებს და პროცესში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას აპირებს. ამბობენ, რომ ისინი მამაპაპისეული მიწების დაკანონებას ითხოვენ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share