10 წლით თავისუფლების აღკვეთა მოზარდის წამებისთვის – პოლიციელები მოსამართლის გადაწყვეტილებას იზოლიატორში ელოდებიან

ყრუ-მუნჯ არასრუწლოვანზე   ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელებს ათი წლით ციხე ემუქრებათ. პატრულის ორი თანამშრომელი მოსამართლის გადაწყვეტილებას იზოლატორში ელოდება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 16 წლის შშმ პირის  დაკითხვა ახლაც მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ძალადობის მსხვერპლი მოზარდი პოლიციელების მხრიდან აგრესიის ობიექტი ადრეც იყო, არ არის გამორიცხული, ბრალი სხვებსაც წაუყენონ.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პოლიციელები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

16 წლის შშმ მოზარდის წამების კადრების  მედიაში გავრცელების  შემდეგ,  შსს-მ 2 პოლიციელი-ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share