მოსე ჯანაშვილი – ქალაქი გორანდა, შეიძლება, ყოფილიყო აწინდელი გურიანთა

მოსე ჯანაშვილი თავის ნაშრომში – მოსე ხონელი და მისი „ამირან-დარჯანი“ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პოემა ,,ალღუზიანიში“ (ოს-ჩერქეზთა მეფის ალღუზონის შესახებ) ნახსენები ქალაქი გორანდა შესაძლებელია იყოს გურიანთა.
„ალღუზონს ეწვევა ასლან გამრეკელი. ამ გამრეკელის დაწყობილობით მოკლულ იქმნა ალღუზონი, რომელსაც მემკვიდრედ დაშთა 14 წლის ვაჟი ჭარხილანი. ალღუზონის საფლავის ძეგლზედ დააწერეს: „თუ მიკითხამ, მოგახსენებთ: მეფე ვარ ამოსარის, მპყრობელი დიდთა ქყეყანათ, ძირი დავით მეფის გვარის, მპყრობელი მილანქრის, ბატონი დიდი ოვსთ, ჩერქესთ, ჩეჩენ, ქისტეთ, ნონთა კარის, პატრონი მთისა და ბარის, იალბუზის, კავკასის და მხარეთა მისთა გარის, მართლმორწმუნე ქრისტიანი, მხარგრძელი და მკლავმაგარი მეფე“.
ოსების ამოსარი, ალბად, უდრის ქართველების აფსარს, ვინაიდგან ვიდრე დიმიტრი გაბატონდებოდა ოსეთს. იგი მთავრობდა აფხაზეთში. ამოსარისა და აფსარის ერთ და იგივეობა მით უფრო მოსალოდნელია, რომ „ალღუზიანის“ თქმით ასლან გამრეკელი ყოფილა ამოსართა ქვეყნიდამ. შემდეგ იგი შეუსმენიათ და მეფეს განუზრახავს მისი მოკვლა, ხოლო გამრეკელი გაქცეულა, გაუვლია „კარნი მთისანი” და მისულა ალღუზონის სამეფოში. ამოსარს მყოფობის დროს გამრეკელი ყოფილა მთავარი ქალაქის გორანდისა. ეს გორანდა, შეიძლება, ყოფილიყო აწინდელი გურიანთა (ოზურგეთის მაზრაში)“
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და წვერი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share