ოზურგეთის ახალი მოწვევის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატს ლავრენტი ბიგვავას “ნაციონალური მოძრაობიდან” ოფიციალურად გარიცხავენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ინფორმაცია მთავარ ოპოზიციურ ძალასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
იმავე პირის ინფორმაციით, ლავრენტი ბიგვავა წლების განმავლობაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი შტაბის უფროსი და პარტიის უცვლელი თამადა 2005-12 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბიგვავა 2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი გახდა, მას “ნაციონალური მოძრაობისათვის” დღემდე, პარტრიიდან გასვლაზე განცხადებით არ მიუმართავს და ის ამ ოპოზიციური ძალის დოკუმენტაციების მიხედვით, ოფიციალურად, დღემდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრად ითვლება.
ლავრენტი ბიგვავას პარტიიდან გარიცხვის მიზეზი მისი საქციელი გახდა.
როგორც “გურიის მოამბეს” გვატყობინებენ ბიგვავა ცდილობს ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე პოლიციის შეჭრა “გააპრავოს”.
ბიგვავამ თითქოსდა თხოვნით მიმართა პოლიციას და რეგლამენტის დარღვევის გამო მას დახმარება სთხოვა.
“გურიის მოამბემ” ამ ინფორმაციის გადამოწმება “ნაციონალურ მოძრაობაში” სცადა:
“სარგებლობს რა ე.წ. “ჩაშვების ინსტიტუტით”, ლავრენტი ბიგვავა არ არსებული, მოგონილი ბრალდებებით ცდილობს კოლეგის დაკავება გაამართლოს, ეს ამაზრზენი, არაკაცური, არაკოლეგიალური საქციელია, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ეს კაცი თაღლითია, თაღლითების ადგილი კი ჩვენთან არ არის” აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბიგვავამ პოლიციას მიმართა თხოვნით რამდენიმე კოლეგის დაპატიმრების გამო, პოლიციამ ამ უკანასკნელს ჩვენება ჩამოართვა, რომელსაც გთავაზობთ სრულად: