მერცხალი’ დაარსდა 1925 წელს,ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე დაიხაზა მოედანი,მოეწყო კარი და ჩატარდა პირველი მატჩი ფეხბურთელებსა და ტანმოვარჯიშებს შორის,1925წელს გაზაფხულზე ჩამოყალიბდა ოზურგეთის ფეხბურთელთა გუნდი ,რომლის ორგანიზატორიც ალიშა ავალიანი იყო,1925 წელს ტოგო დუმბაძე სოფელ შემოქმედში აყალიბებს სოფლის ფეხბურთელთა ნაკრებს 10 აგვისტოს აღნიშნულმა გუნდმა შეხვედრა გამართა ბათუმის გუნდთან და გაიმარჯვა ანგარიშით 2-1,1926 წელს გაზაფხულზე შემოქმედლებმა თავიანთ მოედანზე ოზურგეთის პირველი გუნდიც კი დამარცხეს 1-0,1928 წელს ჟორა თაყაიშვილმა ვალერიან ლესელიძესთან და ტოგო დუმბაძესთან ერთად ჩამოაყალიბეს ოზურგეთის ნაკრები.რესპუბლიკურ გათამაშებაში გუნდი 1936 წელს ჩაება,1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.1939 წელს კლუბმა პირველი კატეგორია მიღო. საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ; გ.მელიქიშვილი, გ.მათითაიშვილი,შ.სალუქვაძე,დ.ჩხაიძე,გ.და კ.თოხაძეები,1938 -46 წლებში გუნდი მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა,1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა,1946-47 წლებში გუნდს “დინამო” ერქვა,1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა. 1954-59 წლებში კლუბს “კოლმეურნე” ეწოდებოდა 1958 წელს “კოლმეურნე” საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუბლიკური თასის გამარჯვებული გახდა,დამარცხა რა ფინალურ შეხვედრაში თბილისის “ტტს-ს” ანგარიშით 2-1,გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო 1960 წელს,ამჯერად მათ ლანჩხუთის “გურია” დამარცხეს 4-0. ამავე წელს დაიკავა მესამე ადგილი ჩემპიონატში,1960 წლის სეზონში ის”სიხარულის”სახელით ასპარეზობდა.1961 წლიდან კი დღევანდელი სახელი”მერცხალი”ეწოდა.’მერცხალმა’1964-66 წლებში კვლავ დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში.1967 წელს კი საქრთველოს ჩემპიონი გახდა, და გადავიდა სსრ კავშირის ჩემპიონატში ‘ბ’ კლასში, 60-იან წლებს დიდი “მერცხალი” ხანასაც უწოდებენ.”მერცხალის” წარმატებას გულშემატკივრების მოზღვავება მოყვა,რის გამოც 1968 წელს გაფართოვდა მახარაძის ცენტრალური სტადიონი.აიგო ტრიბუნები 10 000 კაცზე, დამონტაჟდა ტაბლო. 1968 წლიდან 1976 წლამდე მახარაძის “მერცხალი ‘გამოდიოდა სსრ კავშირის პირველობაზე “ბ” კლასში 1982 წლიდან “მერცხალის”აღმავლობის წლები იწყება,ამ წელს აიღო საქართველოს თასი, სუპერთასი,გახდა საქართველოს ჩემპიონი და უფლება მიღო 1983 წლის საფეხბურთო სეზონში საკავშირო გათამაშების მე–2 ლიგის მე-9 ზონაში მონაწილეობისა.1985 წელს”მერცხალი” საკავშირო გათამაშების მე-2 ლიგიას მე-9 ზონის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობდა გადსასვლელ ტურნირში.სამთა ტურნირში მონაწილეობდნენ: კლაიპედას’ატლანტასი”და კუიბიშევის ‘კრილია სოვეტოვი” სამთა ტურნირში “ატლანტასმა” გაიმარჯვა.1985 წლის ბოლოს მახარაძეში განხორციელებული ეგზეკუცის შედეგად დაიჭირეს მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი ოთარ თენიეშვილი რომელიც დიდ ყურადღებასა და თანადგომას იჩენდა გუნდის მიმართ,1986 წელს “მერცხალი” დაიშალა გუნდი დატოვეს გამოცდილმა ფეხბურთელებმა და მწვრთელებმა, გუნდი დაკოპლექტა ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებითა და ადგილობრივი მწვრთნელებით. გუნდმა არსებობა გაგრძელა საქართველოს ჩემპიონატში.1986-87 წელს მთ.მწვრთნელი სოსო გაგუას ხელმძღვანელობით, 1987 წელს გუნდი კვლავ გახდა საქართველოს ჩემპიონი და უფლება მოიპოვა სსრ კავშირის მე-2 ლიგის მე-3 ზონაში ასპარეზობის, 1988-1990 წლამდე “მერცხალი” ადგილობრივი კადრებით გამოდიოდა საკავშირო პირველობაზე, ოზურგეთის “მერცხალი” სამჯერ იყო საქართველოს ჩემპინი 1967, 1982, 1987 წწ,სამჯერ საქართველოს თასის მფლობელი 1959,1960 1982 წწ. საქართველოს სუპერ თასის მფლობელი 1982წ,
1990 წლიდან ‘მერცხალი ” მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, სურათი გადაღებული 1957 წელს ქ.გენიჩესკი.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა