ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში “სოციალური საწარმო- ორანჟერია “ყვავილები განათლებისთვის” შეიქმნა. ამის შესახებ სოცილაურ ქსელში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა წერს. როგორც აფხაზავა პოსტში აღნიშნავს, მინი სათბურში მოშენდება სხვადასხვა სახის მცენარეები ძირითადი შემოსავალი კი ახალგზრდების საგანმანათლებლო რესურსებს მოხმარდება:
“სოციალური საწარმო – ორანჟერია „ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს თ ვ ი ს“ შეიქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში.
ჩემს საკარმიდამო ნაკვეთზე. ძველი სახლის ნანგრევებზე დავამონტაჟეთ რკინის კონსტრუქცია (მინი სათბური) და განვაახლეთ გარემო . აღნიშნულ ფართში მოშენდება სხვადასხვა სახის ქოთნის ყვავილები და დეკორატიული მცენარეები, რომლებსაც დარგავენ და მოუვლიან, სკოლის მოსწავლეები, სტატუს შეჩერებული სტუდენტები, უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები. ორანჟერეა იმუშავებს მუდმივ რეჟიმში. შემოსული თანხა კი მოხმარდება ახალგაზრდების საგანმანათლებლო რესურსებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
ორანჟერია შეიქმნა ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“-ს მხარდაჭერით პროექტის: ,,კულტურული მრავალფეროვნების პროგრამა“ ფარგლებში.
შეიქმნა ვებგვერდიც, რომელსაც ლინკის სახით გთავაზობთ.” – წერს ლადო აფხაზავა.