დაპირებული “საოცნებო საქართველოს” ნაცვლად, “ოცნების” მმართველობის პირობებში მოსახლეობის მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება. რეკორდულად გაძვირებული სამომხმარებლო კალათა, გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაორმაგებული სატრანსპორტო ტარიფი.
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარაა. თბილისის მერი ისევ ამტკიცებს, რომ მგზავრობა არ ძვირდება და შეღავათიანი პაკეტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სთავაზობს, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ეს მერის პოზიციაა, რომელსაც მოსახლეობამ დღეს შეახსენა, რომ მიზერული ანაზღაურების პირობებში აბონემენტის შეძენას, მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს, დანარჩენებს კი მგზავრობა გაორმაგებული გადასახადით მოუწევს.
წყარო : მთავარი არხი