ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეისუსი ქვეყნებს მოუწოდებს, საკუთარი მოქალაქეები კორონავირუსისგან ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვან.
მისი განცხადებით, ვირუსი აგრძელებს განვითარებას, ამიტომ აუცილებელია, ქვეყნებმა გააძლიერონ ტესტირება, მეთვალყურეობა და თანმიმდევრულობა.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული ნარატივით, რომ ვაქცინების, Omicron-ის მაღალი გავრცელებისა და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო.
სიმართლისგან არაფერია უფრო შორს. მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას ლოქდაუნს, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას დაიცვან თავიანთი მოქალაქეები ინსტრუმენტთა ნაკრების ყველა ხელსაწყოს გამოყენებით და არა მარტო ვაქცინებით. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია ან დანებება, ან გამარჯვების გამოცხადება”, – განაცხადა მან.
WHO-ს მონაცემებით, გლობალურად 1 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 376,478,335 შემთხვევა დადასტურდა და 5,666,064 ადამიანი გარდაიცვალა.