“ამ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია”-ხაბეიშვილი

ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დღეს ერთდროულად 4 ქალაქში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფასების ზრდას “ქართული ოცნების” ოფისთან და ადგილობრივი მთავრობის შენობებთან გააპროტესტებს.

“გაძვირებულია ცხოვრება დაწყებული მგზავრობის გადასახადით, რომელიც ორმაგი გახდა, გაგრძელებული ელექტროენერგიის ტარიფით, პირველადი მოხმარების პროდუქტებით. ეს არის პროტესტი, რომელმაც უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამ პირობებში ცხოვრება”, – თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share