მესამე პრეზიდენტი წიგნს წერს – “სააკაშვილი თავად გამართავს წიგნის პრეზენტაციას”

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი წიგნს წერს, – ამის შესახებ Cnews-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ Cnews-ს განუცხადა, რომ სააკაშვილის მორიგ წიგნს საზოგადოება მალე იხილავს.

ჩალაძე დარწმუნებულია, რომ მესამე პრეზიდენტი პრეზენტაციას თავად გამართავს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ავტოგრაფიან წიგნს არ დააყვედრიან.

„მე მაქვს ინფორმაცია და მინდა დავაანონსო, რომ ძალიან მალე ახალ წიგნს იხილავს ქართული საზოგადოება, რომელშიც უფრო მეტი სიკაშკაშით, მტკიცე რეალობით მიშა სააკაშვილი საქართველოში ქართველების ხელით პუტინის ტყვეობის რეალობას აღწერს. წიგნს მიშა სააკაშვილი ციხეში წერს და დარწმუნებული ვარ, მალე იქნება ეს წიგნი. მჯერა, რომ მიშა სააკაშვილი თავად გამართავს ამ წიგნის პრეზენტაციას და მის მკითხველს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ავტოგრაფიან წიგნს არ დავაყვედრებთ“, – განაცხადა ჩალაძემ.

წყარო: https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share