დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, მას სჯერა, რომ პუტინი ,,უკრაინაზე არ შეჩერდება“. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დიპლომატის თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს. ლიზ ტრასმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ომისთვის მომზადება.
,, ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულები დიპლომატიის მიმართ“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.
ტრასის თქმით, დასავლეთს სჭირდება მოსკოვის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი შეეცდება „დააბრუნოს საათი უკან 1990-იანი წლების შუა ხანებში ან მანამდეც კი“ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსირებით, როგორიცაა ესტონეთი და ლატვია. – და დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც მოიცავს სერბეთსა და ალბანეთს.“