“ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან – რომელ თვეში იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა”

„მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინირებით და გარკვეული ცვლილებები იქნება, როგორც ატენატალური მეთვალყურეობის ეტაპზე, ისე ორსულობის პერიოდშიც. ზოგადად, ორსულობა მოწყვლადი მდგომარეობაა ამ ინფექციის დროს, განსაკუთრებით „დელტას“ შტამის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება და რიგ შემთხვევაში, სავალალო გამოსავლით სრულდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან. რომელ თვეში იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ორჯერადად აიცრან, რადგან აცრა ორსულს შემდგომი გართულებებისგან დაიცავს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share