“გამოსავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, როდესაც კრიზისი უნდა განიმუხტოს იმ შეთანხმების შედეგად, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის გამო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ახლა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ჩვენ მზად ვიყავით 3 პუნქტზე რეალურად შეთანხმება გაგვეფორმებინა, მაშინ როდესაც 2 სასიცოცხლო პუნქტი პრაქტიკულად განხილვის გარეშე დარჩა და ამ 3 პუნქტზეც ჩვენ მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტული დასტური“, – აღნიშნა დეკანოიძემ.