ქოცები ამბობენ, ნაცი, თავისი არსით, ანტივაჟააო.
ეგ არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს თავად ვაჟა ქოცზე
● ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიაც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. მე თითონაც მინახავს უსაქმო, ოცნებიანი ადამიანი უზრუნველად ტახტზედ გადაშხლართული, ორივე ხელები კისერზე მოუხვევია და შესჩერებია ჭერსა, იქ აცეცებს ამღვრეულს თვალებს. ნეტავი, ლუარსაბივით ბუზებს მაინცა სთვლიდეს, ეს, რაც უნდა იყოს, საქმეა. არა, ის თუმცა ჭერს უცქერის, მაგრამ თავისივე ფიქრით, თავისს ფიქრს დასჩერებია და ამბობს: იჰ, იჰ, რა ლამაზი ფიქრები მიტრიალებს თავშიო!.. ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, – უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება – ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე – საქმეს აცდენს.
ჟურნალისტი, ვახო სანაია