რესურსცენტრი რაჭის ექსკურსიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს

ირკვევა, რომ ქორეთის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე ისე წავიდნენ, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო.

“ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა თუ დავიცავდით დადგენილ რეგულაციებს” ამბობს რესურსცენტრის წარმომადგენელი და ექსკურსიაზე პასუხისმგებლობას მშობლებს და პედაგოგებს აკისრებს.

რესურსცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე 2 წელია პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ექსკურსიები და მსგავსის სახის ხალხმრავალი შეკრებები არ უნდა ჩატარდეს.

მათივე ინფორმაციით, საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ არც ქორეთის სკოლის დირექტორი.

14 წლის კახა ფარქოსაძე გუშინ შაორის ტბაში დაიხრჩო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share