მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება,მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share