„გეუბნებით 100%-ით ვერავისზე თავს ვერავინ ვერ დადებს, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რიგი ოპოზიციონერების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მელიამ არ გამორიცხა, ისიც რომ ცალკეულ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
„თუკი მაინც ჰიპოთეტურად ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება დეპუტატი. ალბათ არის ცალკეული საუბრები ვიღაცეებთან, 60 ადამიანზე თავს როგორ დავდებ.
შესვლის სურვილი შესაძლოა ნაწილს ჰქონდეს, მაგრამ იცით რა პარალელს გავავლებ? ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინიათ პროკურორის, ეშინიათ პოლიციის უფროსის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც ალბათ აქვთ ვიღაცეებს ცდუნება, მაგრამ არ უნდათ, დაისაჯონ. გეუბნებით 100%-ით ვერავისზე თავს ვერავინ ვერ დადებს, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.