“ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეგვიძლია”, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მას მიაჩნია, რომ ქვეყანა ახალ გამოწვევებს იმპორტის ჩანაცვლებით გაუმკლავდება. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს აყენებს.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგომომარაგების კუთხით თავის ვალდებულებებს ასრულებს და ფასების ზრდაში დამნაშავე არაა.