უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შეათანხმა უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერის პროექტი, რათა ხელი შეუწყოს ბიზნესს და იქ დასაქმებულებს, რა თქმა უნდა იქ სადაც უსაფრთხოება ამის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცახადა.
„პირველი – ჩვენ ვიწყებთ საგადასახადო რეფორმით: მოგების გადასახადისა და დღგ ნაცვლად შემოგვაქვს ბრუნვის 2%-იანი გადასახდელი და გამარტივებული ანგარიშწორება. მცირე ბიზნესისთვის კი დავაწესებთ ნებაყოფლობით ერთიან გადასახდელს – რაც ნიშნავს, რომ თუ შეგეძლებათ გადაიხდით, თუ ვერ – არა“ – განაცხადა მან ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
მეორე ძირითად მიმართულებად კი ზელენსკიმ დაასახელა ბიზნესის მაქსიმალური დერეგულაცია.
„ვაუქმებთ ბიზნესის ყველა შემოწმებას, რათა ყველაფერმა იმუშავოს ნორმალურად. რათა ქალაქები გამოცოცხლდნენ. ყველგან სადაც არაა საომარი მოქმედებები გაგრძელდეს ცხოვრება. პირობა მხოლოდ ერთია – თქვენ უზრუნველჰყოფთ საკუთარი ბიზნესის ნორმალურ მუშაობას უკრაინის კანონდებლობის ფარგლებში“ – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს საგადასახადო რეფორმის მხოლოდ საწყისი ორი ნაბიჯია და გაგრძელება იქნება.