პრორუსული ორგანიზაციის, ალტ-ინფოს წარმომადგენელი ოზურგეთში, მამუკა ანდღულაძე კიდევ ერთ, მუქარის შემცველ ფოტოს აქვეყნებს სისხლითა და ცხედრებით, სტატუსში კი წერს, რომ არ დაინდობენ ლიბერალებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე, რომელიც პროკურატურას მუქარაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს:
“ესაა ოზურგეთის “კონსერვატორული” პარტიის ხელმძღვანელი. სოფელ ბახვიდანაა და დადო “ალტინფური ბახვის მანიფესტი”.
ამ იმბეცილის მუქარა-პროპაგანდაზე ერთი კვირაა, განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში.
სანამ მისნაირები დაურაზმია და დაგვხოცა…დააოკეთ!
მიხვდით რა ტიპის საქაჯეთთან გვაქვს საქმე?” – წერს გორდელაძე.