Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 301-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 34, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 374, აჭარაში – 53, იმერეთში – 141. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 27, იმერეთში – 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.