ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში რუსმა ოკუპანტებმა სპეციალური ბაზარი მოაწყვეს, სადაც უკრაინაში ნაძარცვ და მოპარულ ნივთებს ყიდიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ოკუპანტები ყიდიან მოპარულ სარეცხი მანქანებს და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, მაცივრებს, სამკაულებს, მანქანებს, ველოსიპედებს, მოტოციკლებს, ჭურჭელს, ხალიჩებს, ხელოვნების ნიმუშებს, საბავშვო სათამაშოებს, კოსმეტიკას – ყველაფერს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვით იშოვეს.
ასევე ცდილობენ მოპარული დოლარისა და ევროს გაცვლასაც, მაგრამ ვალუტის მიმოქცევის შიდა შეზღუდვების გამო, ბელარუსები თავს არიდებენ ვალუტის გაცვლას და ოკუპანტებს ურჩევენ ბანკებს მიმართონ.