უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში:
„მე არ ვაპირებ იმის თქმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. მე არ ვარ საქართველოს მოქალაქე. მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარს ქართველი ხალხი. ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია და კულტურა. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ასე რომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს.
ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია – რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მხოლოდ 96 საათი გვექნებოდა და ამის შემდეგ დავმარცხდებით. როგორც ხედავთ ახლა ერთ თვეზე მეტი გავიდა ბრძოლის დაწყებიდან, ჩვენ კვლავ ვიბრძვით. უკრაინა კიევისთვის ბრძოლას იგებს. ჩვენ მტრების წინააღმდეგ კონტრშეტევას ვახორციელებთ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოების სულისკვეთება, ერის სულისკვეთება და არა მხოლოდ იმის გამოთვლა, თუ რამდენი ტანკი აქვს ერთ მხარეს და რამდენი ტანკი მეორე მხარეს. ეს არ არის მხოლოდ მათემატიკა. ომი მხოლოდ მათემატიკა არ არის. ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ რადგან საქართველო გაცილებით პატარაა, უბრალოდ არაფერი არ უნდა გააკეთოს რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
ამასთან, ინტერვიუში მან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ეს განცხადება ქართველმა ხალხმა არ უნდა მოითმინოს“.
„მე ვაკვირდები აბსოლუტურად აგრესიულ პოზიციას „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, სადაც ზოგიერთი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენ ვაპირებთ რუსეთში შესვლას, ეს არის ჩვენი სამშობლო“. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა მოითმინოს“, – აღნიშნა რადას დეპუტატმა.