გაეროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსული ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ, შეიძლება, გლობალური სასურსათო კატასტროფა გამოიწვიოს, რაც, მსოფლიოს შიმშილამდე, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და მასობრივ მიგრაციამდე მიიყვანს, – ინფორმაციას უკრაინული მედია New York Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ უკრაინის საწყობები სავსეა მარცვლეულით, რაც, ჩვეულებრივ, მსოფლიოში წელიწადში 400 მილიონი ადამიანის გამოკვებას უწყობს ხელს, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, მიწოდების ჯაჭვი შეფერხებულია და პორტები ნორმალურად ვერ მუშაობენ.
„მთელი მსოფლიო გადაიხდის ფასს, თუ ჩვენ არ გავხსნით პორტებს”, – აღნიშნა დევიდ ბიზლიმ.
მან „დიდი შვიდეულის“ ლიდერებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდა, გამოუყენებელ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მიხედონ იმისთვის, რომ უკრაინული და რუსული საკვების მარაგის შესაძლო დანაკარგები აანაზღაურონ. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე სურსათის ნაკლებობა და სურსათზე ფასების შემდგომი მკვეთრი ზრდა კატასტროფა იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
“თქვენ გექნებათ შიმშილი, სიკვდილი და შიმშილი. გექნებათ დესტაბილიზაცია და მასობრივი მიგრაცია”, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.