რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი კაპიტულაციას არ აპირებს.
“ჩვენ ნათლად და მტკიცედ ვაცხადებთ და ამაში ცალსახად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, არასდროს არ მოხდება,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, ყველა ამოცანა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დაუსახა, აუცილებლად შესრულდება.