“პრაქტიკულად არის მშიერი… 1 კვირის განმავლობაში არაფერი მიუღია საკვების სახით”-მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგები ამ დრომდე უცნობია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა კვლევის შედეგები ცნობილი ამ დრომდე არაა. მასთან ისევ არ უშვებენ მკურნალ ექიმს და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს.

მედიკოსები ამბობენ, რომ თუ მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება საზღვარგარეთ სამკურნალოდ მალე არ გადაიყვანს, შესაძლოა, პროცესი უმძიმესი შედეგით დასრულდეს.

“აპელირება იმაზე, რომ არასაკმარისი დრო არის და კვლევას დიდი დრო სჭირდება, არანაირად არ გამოდგება ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე არის აბსოლუტურად საკმარისი. პრაქტიკულად არის მშიერი. ერთი კვირის განმავლობაში მას არაფერი მიუღია საკვების სახით. ალბათ კვებავენ პარენტერალურად, ანუ საკვები სითხეები მას გადაესხმება ვენაში”, – ამბობს ექიმი ლალი ჯავაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share