ზურაბ ადეიშვილი კიევის ქუჩებში 4-მა კაცმა სცემა, იგი ჰოსპიტალიზებულია – ანგარიშსწორება დღეს მოხდა…

კი­ევ­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მრჩე­ველს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ. ამის შე­სა­ხებ “უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და” უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წყა­რო­ზე და კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვილს ქუ­ჩა­ში უც­ნო­ბი პი­რე­ბი მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და სცე­მეს.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი ადე­იშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მე­დია წერს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გენპ­რო­კუ­რო­რის მრჩე­ველ­ზე თავ­დას­ხმის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა.

“7 თე­ბერ­ვალს კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ექი­მე­ბის მხრი­დან შე­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტვერსკის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც უც­ნობ­მა პი­რებ­მა სცე­მეს. მი­სა­მარ­თზე გა­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი. წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლია, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ქუ­ჩა­ში მი­უ­ახ­ლოვ­და ოთხი უც­ნო­ბი პირი, სცე­მეს და ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. 49 წლის დაზ­რა­ლე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია” – აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო : რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share