მხატვარი გია ბუღაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან და ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გაათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანი კულტურის სფეროს დანგრევაა.
მისი თქმით, ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.
“სადამდე შეიძლება წავიდეს, ის რაც ხდება კულტურის სამინსიტროს გარშემო და რასაც აკეთებს დღევანდელი ე.წ. კულტურის მინისტრი. ნანა ბურჭულაძე, ამ დონის სპეციალისტის გაშვება, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საერთოდ უნდათ დაანგრიონ ეს სფერო.
გამოსავალს ვხედავ ერთადერთში, უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება, ქოცები უნდა წავიდნენ, სხვა გზა არაა, თორემ მართლა ჩამოგვექცევა ეს ქვეყანა თავზე და რეალურად არაფერი დაგვრჩება…
ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება და საქართველო საერთოდ წაიშლება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ რუკაზე”,- თქვა გია ბუღაძემ.
ცნობისთვის, რეორგანიზაციის მიზეზით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს, გარდა ამისა, ხელოვნების მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელმა სამსახურიდან რამდენიმე პირი გაუშვა.