სამთა კავშირი – პუტინის რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ევროპა – რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი

მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივი კეკლუცობითაა დაკავებული, ევროპაში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ბლოკი იკვრება. ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად უკრაინა, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო ახალ წარმონაქმნად ერთიანდებიან.

თუ ერთიანი ძალებით ევროპას პუტინის მოგიერიება გამოუვა, და ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის, მაშინ კრემლის დიქტატორი მისი ელექტორატის თვალში საკუთარი იმიჯის გადარჩენას სხვა სამხედრო ავანტიურითა და ექსპანსიონიზმით შეეცდება.

ვინ შეიძლება იყოს ყველაზე იოლი ლუკმა ამ შემთხვევაში – ეს ნამდვილად შეიძლება იყოს საქართველო. მითუმეტეს, რუსეთის სათათბიროში დიდი ხანია დევს პროექტი სამაჩაბლოს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების შესახებ. არც ისაა გამორიცხული, მაგალითად განმუხურიდან ე.წ. საზღვრის გადმოტანას საერთოდ ანაკლიაზე შეეცადონ და ენგურის კაშხალიც მავთულხლართებს იქით მოაქციონ. მოკლედ – საფრთხე რომ რეალურია, ბავშვიც კი მიხვდება.

მაინც რა ამოძრავებს პუტინს და რა შეიძლება მოუტანოს რეგიონს და ჩვენს ქვეყანას შექმნილმა მდგომარეობამ – მოდით იმ ადამიანს მოვუსმინოთ, ვისაც რუსეთის პრეზიდენტი პირად მტრად აღქივამს და დღემდე ფიზიკური განადგურებით ემუქრება. საუბარი სწორედ მიხეილ სააკაშვილზე მაქვს, რომელიც დღეს სწორედ პუტინის პატიმარია.

წყარო: მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share