თქვენი პოლიტიკური სიმპატიები თუ გაქვთ გამოკვეთილი? – ამ კითხვას ლევან მამალაძემ „TV პირველის“ ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს. როგორც მამალაძემ დასძინა, გაგვიმართლა, რომ ირაკლი ღარიბაშვილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
„ჩემზე კარგად უკრაინის თემატიკას შეიძლება ნაკლებად იცნობდეს ვინმე, ყველაფერი ვიცი, რაც ხდება უკრაინაში. მცდელობა იმისა, რომ საქართველო ომში ჩართონ, ძალიან დიდია. ამ პატარა ქვეყანას ბევრი უყურებს ისე, რომ გამოიყენონ თავის სასაუბროდ. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს საქართველო ჩართონ ომში. ზელენსკი იქნება თუ სხვები, გადახედეთ რას ამბობენ, რას ითხოვენ და რა ბრალს უყენებენ.
მართლაც გაგვიმართლა, რომ დღეს არის ღარიბაშვილი ირაკლი პრემიერი, მან დიდი გამოცდილება შეიძინა. მე არ ვიცნობ საერთოდ, ვაკვიდრებოდი მას, წინა პერიოდში რა იყო და ახლა რა არის, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ყველაფერს აღკვეთს, რომ საქართველო არ ჩაერთოს და არ გამოიყენონ ჩვენი პატარა ქვეყანა, ვიღაცის თამაშში და არ ჩაგვრთონ ომში“ – განაცხადა ლევან მამალაძე.