”ყველას ბოდიშს ვუხდი ვინც სხვა ხელისუფლების დროს, თუნდაც სააკაშვილის დროს აწამეს, დაჩაგრეს… ყველას ვუხდი ბოდიშს, მაგრამ ეს რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის სამარცხვინო შურისძიება. როგორ შეიძლება ადამიანის სიკვდილი ვინატრო ასე, იმ ადამიანის, ვისი მკვლელობაც მოიტანს წარმოუდგენელ კატასტროფულ შედეგებს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამ ზიზღს უნდა მოვერიოთ, შეუძლებელია, ადამიანს ვკლავდეთ, ჩვენი აღარ ვიქნებით საზოგადოება, აღარ ვიქნებით რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა თუ გაგვიხარდება ადამიანის სიკვდილი, თუნდაც ვთვლით, რომ იმ ადამიანს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. როცა გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, მეც მაქვს კითხვები. მინდა მივმართო ქართული ოცნების მომხრეებს – გატყუებენ თქვენ, ვერ დაამთავრებენ ნაციონალურ მოძრაობას და პირიქით, რაც სასტიკად მოექცევით და ამ სისასტიკის მონაწილე იქნებით, რაც მეტად დაჩაგრავთ და უკანონოდ მოექცევით, მით მეტად გაიზრდება შანსი, რომ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება.”
განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა ტვ პირველის ეთერში.