ასეთი პატივი არცერთ ქართველს არ ღირსებია, ამაყი ვიყავი – ალასანია EPP-ს სიმბოლურ ჟესტზე

მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ ბოლოს გუშინ მოინახულა მას იმედი აქვს, რომ კონსილიუმის წევრ ექიმებს დღეს მაინც ექნებათ მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა და პროცედურა აღარ გაჭიანურდება.

მესამე პრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას როტერდამში გუშინ გამართულ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზეც ისაუბრა სადაც მიხეილ სააკაშვილიც იყო მიწვეული.

“იმედი გვაქვს შემოვლენ ექიმები და დაიძვრება ეს პროცესი, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ვჩქარობთ. იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა, უკვე ვეღარ დაიცდის.  კარგ გუნებაზე იყო რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი, ცარიელი სკამი იდგა და დარბაზი მქუხარე ოვაციებით [EPP-ს ყრილობაზე].

რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი იყო ისიც და მეც ძალიან ამაყი ვიყავი, იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს”, – ამბობს გიული ალასანია. 

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მიწვეული იყო გუშინ დარბაზში მისი ცარიელი სკამი იდგა. ყრილობაზე სიტყვით “ნაციონალური მოძრაობს” თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვიდა. პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკმა კი მესამე პრეზიდენტის წერილი წაიკითხა:

თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს – მიხეილ სააკაშვილის წერილი EPP-ს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share