document.body.remove()
გურიის მოამბე

უკრაინელებმა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერი ჩაძირეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლების შედეგად 21 ოკუპანტი, თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს, – ამის შესახებ უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროები კატერებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნაში იყვნენ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთი საზენიტო და ერთი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, 4 ტანკი, 4 ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights