“რასაკვირველია, ეს რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ეს სწორედ იმისთვის შემუშავდა და გამოქვეყნდა იმ დროს, როცა გამოქვეყნდა, რომ მოეხდინა უარყოფითი ზეგავლენა, მე ამის ასე მჯერა და რაკი ეს დღეები ისეთი დღეებია, რომ ყველა იმას იძახის რისიც სჯერა, მათ შორის ნახევარსაათიან ბრიფინგზე, მეც ალბათ, მაქვს იმის უფლება, რომ, ვთქვა რისიც მჯერა. მე მჯერა, რომ ეს გაკეთებული იყო გარკვეული დესტრუქციული შინაური და გარე ძალების მიერ იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა, რომ მიგვეღო ის, რისი მიღწევისთვისაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა მუშაობს.
ეს იქონიებს თუ არა ზეგავლენას, ამას დავინახავთ რამდენიმე დღეში, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მართლაც სიმშვიდის დროა, მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია, რომ შედეგი დადგეს, ოღონდ ეს არ გაუწევია ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ, არამედ 10 წელი, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ფუნდამენტური რეფორმები გატარდა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ურთულეს გზაზე ჩვენ ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება და სამივე და პირველ რიგში საქართველო მიიღებს იმას, რაც გვეკუთვნის”.
– თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.