“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა:
“არ მჯერა, იმიტომ, რომ მიშა გამოცდილი პოლიტიკოსია და ის ჩვენი დასავლეთელი მეგობრების ნებართვის გარეშე აქ არ შემოვა. ისინი ამის ნებართვას არ მისცემენ უკიდურესი შემთხვევების გარდა თუ ახლა ამან მართლა არ გააყალბა ეს არჩევნები და ქვეყანა კიდევ უფრო უარესად თავდაყირა არ დააყენა, აი მაშინ უკვე არ ვიცი რა იქნება.
ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა, ლიდერმა უნდა ჩაუნერგოს იმედი თავის ელექტორატს. იმედი და მოტივაცია თუ არ ექნება, ძალიან ღირსეული ხალხია მისი მხარდამჭერები – იდეის მსახურები არიან. ჯერჯერობით გაუმართლა ამ დაპირებებმა, ახლა არ ვიცი რამდენად დაიჯერებს კიდევ მისი ელექტორატი,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.