როდის მოხსნება საქართველოში კომენდატის საათი?

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ან გადაწევა ამ ეტაპზე არ განიხილება. “ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ამას ვერ დაგპირდებით. მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა, მინიმალური სოციალური ღონისძიებები, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე ნიღბის ტარება მაქსიმალურად, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 75%-მდეა აწეული. მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშნული 95%-მდე იყოს აწეული”, – განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. გასული წლის 9 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მოსახლეობას გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share