საქართველოში წლების განმავლობაში არქმევდნენ ბავშვებს საყვარელი სერიალის გმირების, მსახიობების თუ სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავების სახელებს. თუ ადრე ბრაზილიური და ვენესუელური სერიალების გმირების სახელები იყო მოდური, ბოლო წლებში ისინი თურქული სერიალის გმირებმა ჩაანაცვლეს – მაგალითად, 2018 წელს საქართველოში დაბადებულ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები.
თუმცა, საინტერესო და იშვიათი სახელები მხოლოდ სერიალების გმირებით არ შემოიფარგლება. საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები სახელად მილიარდი, კეკლუცა, გარინჩა და სხვა.
ეს საინტერესო სტატისტიკა AMBEBI.GE-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძია.
საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელებია:
- მილიარდი
- მხედარი
- ვინარი
- კუკუშა
- ედემი
- ფუჩქი
- ფიზიკა
- პელე
- გარინჩა
- ნიუტონი
- სევდაგულ
- ფემისტოკლე
- კეკლუცა
- ნექტარი
- ლამაზი
- ვარგისო