„ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები შეთანხმებით არ დაინიშნება, დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა. იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
„ხშირად გაიგონებთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ გამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, ეს განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენს თანამოქალაქეებში. მაშინ როგორ უნდა წავიდეს ივანიშვილი? თუ ჩვენ არ გავმოძრავდებით, თითოეული ჩვენგანი, თუ მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები ერთად არ დავირაზმებით, ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს – “მოძრაობა საქართველოსთვის”.
პრაქტიკულად, ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს, უარი უთხრა დასავლეთს და ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ დარჩება და რომც არ უნდოდეს ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია – ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად და ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს”,- განაცხადა უგულავამ.