პარლამენტის სხდომა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ბექა დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.
ამ განცხადებებს თაკო ჩარკვიანის გაღიზიანება მოჰყვა. მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
სამარცხვინო განცხადებაა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს არის კატასტროფა – არ შეიძლება ასეთი განცხადება საქართველოს პარლამენტში კეთდებოდეს. ომი საქართველოს არ დაუწყია!”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ბექა დავითულიანის თქმით, მას არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მისივე მტკიცებით, მაშინდელმა ხალისუფლებამ ტყუილს მოაწერა ხელი.
ვინც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი დადასჯელია და გვერდით გიზით. ნუ კივით კაცო, დავიტანჯე”- თქვა დეპუტატმა ჩარკვიანის მისამართით.