“ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით”-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი:
“ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან”-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე არსებითზე, თან რეალურზე, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია ვერ აცდება პოლიტიკურ გაბანკროტებას.
აღნიშნულ განცხადებას ასევე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ოპოზიციის მისამართით რამდენიმე კითხვას სვამს: “ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ, ხმები ვერ დაიცავით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ვერ იმუშავეთ, აბა ამომრჩევლის ვალი რაც იყო, პირნათლად მოიხადა – მოვიდა და მოგცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. და ეხლა მაინც მიხვდით რომ რადიკალურად გადაასაზრებელი გაქვთ მოქმედების ფორმებიც და შინაარსიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – გარეთ! რას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს, რომელიც ახლა ამას კითხულობს”?!- აღნიშნავს ლაგაზიძე.
მსგავსი სტატიები
- 98
ჟურნალიტი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
- 97
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
- 97
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 97
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…