გურიის მოამბე

ვახო სანაია-ივანიშვილი დენთის კასრზე ზის

ივანიშვილი დენთის კასრზე ზის
ვახო სანაია
უწყვეტი პროტესტი მის რეჟიმს ასუსტებს და მუდმივად დაძაბულს ამყოფებს. ეს უწყვეტი პროტესტი იმითაცაა სახიფათო ივანიშვილისთვის, რომ ქართული ოცნების ერთ შეცდომას, სულ პატარა, გაუაზრებელ ნაბიჯსა ან შემთხვევითობას შეიძლება, მომენტალური აფეთქება მოჰყვეს, რასაც რუსთაველზე მუდმივი კერა დახვდება.
ერთი მხრივ, ივანიშვილი ელოდება, როდის გაილევა პროტესტი. ეს დღე კი არა და არ დგება. ვერ რისკავს რუსთაველზე აქციის დაშლას. იცის, რომ მაშინვე უამრავ ადამიანს მიიღებს პარლამენტის წინ. რამდენი გაყალბებული ქარდიც არ უნდა დადოს იმედმა ან პოსტივიმ და დაამშვიდოს ქოცები, თითქოს ცოტა ხალხია, ივანიშვილი გადასარევად ხვდება, რომ იქ სინამდვილეში ზღვა ხალხი დგას. აბა, ერთი ხელი ახლე, ეგრევე დაინახავ რაოდენობას. ამიტომ მანდ ფრთხილობს.
მეორე მხრივ, ფრთხილობს სასამართლოშიც. როგორაა მოწყობილი მისი ტვინი – თან სიძლიერე უნდა აჩვენოს, თან ისეთი სასჯელი არ უნდა გამოიყენოს, რამაც შეიძლება, პროტესტის სპონტანური აფეთქება გამოიწვიოს ან ხალხის იმ ნაწილს, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელს, საბოლოოდ გადააწყვეტინოს ივანიშვილის მოცილება. მიწასთან გასწორებული მოსამართლეების ამტანობასაც უნდა მოუფრთხილდეს. ამ მიზეზთა ერთობლიობიდან გამომდინარეობს ის ჟონგლიორობა უდანაშაულო ხალხის განაჩენებით.
ხოდა იმ დღეს, როცა უდანაშაულო ადამიანებს ბრალი გადაუკვალიფიცირეს, მაგრამ მაინც მიუსაჯეს, მელიქიშვილზე პომპეზურად გახსნეს კალაძის შტაბი. ხოდა აილეწნენ. ამ ფაქტმა შტაბთან პროტესტის ახალი კერა წარმოშვა, რაც ნამდვილად ვერ გათვალეს. კალაძის შტაბს უბრალოდ დედა მოეტყნა შინაარსობრივად. ჯერ ნერვებმა უმტყუნათ და ხალხს აგინეს, შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული გახდნენ, დღეს კი უბრალოდ ტიტუშკების გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები.
ხოდა ის, რაც მათ ძალის დემონსტრირება ჰგონიათ, სინამდვილეში უმძიმესი შეცდომაა. ამ მეთოდებით უბრალოდ ფეხებს ვერ მოსჭამენ აქციებს, შედეგად უფრო ძლიერ წნეხს მიიღებენ.
ისმის შეკითხვა – მაგ კალაძის შტაბს ვინმე უვარდება შიგნით, მუშაობაში (ისემც მაგათი მუშაობა მოვტყან) უშლის ვინმე ხელს, ძალადობს ვინმე მათზე თუ რა ? დგას ხალხი და აპროტესტებს სრულიად მშვიდობიანად. მაშ რატომ არბევენ ტიტუშკებით ? იმიტომ, რომ ვერ უძლებს წნეხს ქართული ოცნება და მოსდის შეცდომები. ასეთი იდიოტობა როგორ შეიძლება, გააკეთო, იკითხავს ადამიანი. ფაქტია, ვერ უძლებენ და ძალადობის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ. ეს რეპრესიული მეთოდები კი მათ ასუსტებს, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ ქვეყანაში, რა ამორალურ ძალას შეეჩეხება ერთ დღესაც და აღარ უნდა ასეთი მანიაკები ხელისუფლებაში.
ხომ არიან ვიღაცები, რომლებიც ნიჰილიზმს თესავენ და უწყვეტ პროტესტს სეირნობას უწოდებენ. ეგ რომ სეირნობა იყოს და რეჟიმს არ აწუხებდეს, ტიტუშკები არ დასჭირდებოდა. უწყვეტი პროტესტი უდიდესი წნეხია, რომელიც რეჟიმის რეალურ ბუნებას აშიშვლებს და ივანიშვილზე სულ უფრო მეტ ადამიანს ათქმევინებს უარს.
კიდევ უფრო გააძლიერებს ძალადობას ? კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეაქცევს ზურგს. გადაწყვეტს, გაიმეოროს შარშანდელი რეპრესიები ? ძალიან ძვირად დაუჯდება – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.
რა გამოსავალი აქვს – კარგი გამოსავალი არა აქვს, ოღონდ ერთი რამაა აუცილებელი : ჩვენ არ უნდა დავიღალოთ.
ივანიშვილს ცუდი პოზიციები აქვს – ნელ-ნელა დასუსტება და კოლაფსი ან დასუსტებულზე ერთი შეცდომა/რაიმე შემთხვევა და სპონტანური ჩამოშლა.
თუ არ იქნება რუსთაველის აქცია, არ იქნება არაფერი. და რადგან რუსთაველის პროტესტი არსებობს, გამარჯვება გარდაუვალია.
PS
რაც ზემოთ დავწერე, მთლიანად ქართული ოცნების პიზდეც მდგომარეობაზე მიუთითებს, მაგრამ პერსონალურად კალაძე მაინც გამორჩეული რეგვენია და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს 🤣
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights