1853 წლის 15 –16 ოქტომბერს ღამით 5 ათასი ოსმალო მოულოდნელად თავს დაესხნენ გურიის საზღვარზე შეკვეთილის საგუშაგოს, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ მცირერიცხოვანი რუსთა რაზმი და გურიის სახალხო ლაშქარი. სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული, გარნიზონს მეთაურობდა გიორგი გურიელი. გარნიზონი უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და კარგა ხანს იგერიებდა მტერს. გიორგი გურიელმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ასე მიმართა თავის მებრძოლებს: “ნუ ფიქრობთ ჩემზე, ჩემი სიკვდილი ერთი კაცის სიკვდილია, გაამართლეთ ნდობა, დაამტკიცეთ, რომ ისევ ის გურულები ხართ, რომელთა მიწა ოსმალებისთვის ყოველთვის სამარე იყო”. ბრძოლამ შეკვეთილის საგუშაგოს დასაკავებლად მთელ ღამეს გასტანა, გარნიზონისა და მილიციის წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, ვიდრე საბოლოოდ არ ამოწურეს ტყვია-წამლის მარაგი. თურქები სასტიკად გაუსწორდნენ მებრძოლებს. მათ თითქმის მთლიანად ამოხოცეს გარნიზონი. ისინი ბავშვებსა და ქალებსაც კი არ ინდობდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ.
მომავალი წიგნიდან ,,ქართველი გენერლები გურიიდან
XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე”, მამუკა გოგიტიძე, ირაკლი მახარაძე.
წყარო : ირაკლი მახარაძე