ასკანის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ მზიანის საბავშვო ბაღში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც დაზიანდა ბაღის სახურავის მცირე ნაწილი.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობიდან დროულად მოხდა საბავშვო ბაღის 14 აღსაზრდელის გაყვანა.
აალება შეშის ღუმელის გარე მილიდან სახურავზე მოხდა, თუმცა შენობის სხვა ნაწილზე არ გავრცელებულა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ხანძრის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.